სსიპ ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისი N32 -ე სჯარო სკოლა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
დოკუმენტის ტიპი: მასწავლებლის საქმიანობის წლიური ანგარიში
2022-2023
2022-2023 სასწავლო წელი სსიპ ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლაში დიდი ენთუზიაზმით დავიწყე. ერთ გუნდად შეკრულმა თანამშრომლებმა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის პოზიტიური გარემოს შექმნაზე ორიენტირებულმა დირექცია -ადმინისტრაციამ თავიდნავე მიიქცია ჩემი ყურადღება და მუშაობას შემართებით შევუდექი.
ახალი გარემო. ახალი თანამშრომელები. ახალი მოსწავლეები და ახალი განცდები. საკმაოდ მრავალფეროვანი ცხრა წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ ეს ნამდვილად იყო ახალი გამოწვევა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. გამოწვევა მივიღე....
ოცი საათი. პლუს სადამრიგებლო კლასი. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ეს ნამდვილად იყო ნდობის გამოხატვა დირექციის მხრიდან.
წესისამებრ ახალი სასწავლო წელი სამოქმედო გეგმის შედგენით დავიწყე, რომლის ფრგლებშიც ფაქტობრივად ორი ძირითადი აქტივობა გავწერე:
Ø პროექტი თემაზე (ჯანსაღი კვება შობა-ახალი წლის დღეებში)
Ø კომპლექსური დავალება (შიდასასკოლო ფესტივალი)
მოცემული აქტივობებიდან ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული პროექტი დეკემბერში ოთხ მეექვსე კლასთან განვახორციელე. სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლეებმა თავდაპირველად სკეპტიკურად შეხედეს პროექტის მიზნებსა და განხორციელების გზებს, რადგან მათთვის სპორტი ფიზიკურ აქტივობასთან ასოცირდება, ვიდრე თეორიულ საქმიანობასთან, თუმცა დავალების პირობისა და ზუსტი, თანმიმდევრული ინსტრუქციის გაცემის შემდეგ მოსწავლეებს თემაზე მუშაობა ძალიან გაუადვილდათ. თემის აქტუალობაც მოახლოებულ შობა-ახალ წელთან დააკავშირეს და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებიც წარმოადგინეს. მათი შემოქმედებითი უნარით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. საკმაოდ მრავალეროვანმა კედლის გაზეთებმა თუ ფორმატზე წარმოდგენილმა კარიკატურებმა თემისადმი მათი დამოკიდებულების გააზრებისა და გაზომვის შესაძლებლობა მომცა. თითოეულმა კლასმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების პარალელურად დიალოგისა და დებატების რეჟიმში განიხილა საქართველოში სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული ზღვარსგადასული ჭამა-სმის ტრადიციები. გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი მოსწავლე ამ დღეებში თავადაც გამხდარა არაჯანსაღი საკვებისა თუ სასმელის ზედოზირებულად მიღების მსხვერპლი და სამედიცინო დაწესებულებისთვისაც კი მიუმართავს.
პროექტით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღად, ზომიერად კვების აუცილებლობა. მისი კავშირი სპორტულ ცხოვრებასთან(რომ კვების შემდეგ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სეირნობა) და შემოქმედებითი უნარების გამოყენებით თემა საკმაოდ საინტერესოდაც შეფუთეს.
რაც შეეხება გეგმით მოცემულ რიგით მეორე დავალებას ,,მხიარული სტარტები“, რომელიც მეხუთე კლასების მოსწავლეებს შორის უნდა ჩამეტარებინა და მიზნად ისახავდა მანიპულაციური, გამძლეობის, წინააღმდეგობის დაძლევისა და კონკურენტულ გარემოში ბრძოლისუნარიანობის უნარების წარმოჩენა-განვითარებას, სამწუხაროდ ვერ განვახორციელე, რადგან სკოლის ბაზაზე არსებული მცირე დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ღია ცის ქვეშ კი ,,მხიარული სტარტების“ ჩატარების საშუალებას ზამთრის სუსხიანი ამინდები არ გვაძლევდა, თუმცა კი შერჩეული თამაშებისთვის ღია სივრცე არც თუ ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა. გამომდინარე აქიდან გადავწყვიტე, რომ ეს საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობა მომავალ სასწავლო წელს განვახორციელო.
შიგადაშიგ რა თქმა უნდა უნდა იყო ხარვეზებიც, რაც ვფიქრობ სპორტის სფეროში ჩემი ხანმოკლე გამოცდილებით იყო განპირობებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სერიოზულ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
მიუხედავად საგნობრივი საქმიანობისა ვცდილობდი სკოლის სივრცეში განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების თანამონაწილე და მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური მხარდამჭერი ვყოფილიყავი. სკოლის პოპულარიზაციისა და მეტი საჯაროობის მიზნით გადავწყვიტე აქტიურად მეთანამშრომლა როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, ისე სკოლის ახალგაზრდულ გაზეთ ,, N32-თან“ და სკოლაში განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები ვიდეო სიუჟერტების სახით გამეშუქებინა.
შედეგად კი ჩემს ანგარიშზე სამი ძალიან საინტერესო და საკმაოდ რეიტინგული სიუჟეტი ირიცხება. ესენია:
· საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ვიზიტი შინაგან საგმეთა სამინისტროს აკადემიაში.
· სკოლისთვის გმირების: ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელების მინიჭება.
· მკლავჭიდის ტურნირი და წარმატებულ სპორტსმენთა ვიზიტი სკოლაში.
რაც შეეხება გარემოს ვფიქრობ, რომ კოლექტივმა მიმიღო. ამას მათთან ურთიერთობაში ყოველდღე ვგრძნობ. ვგრძნობ მათი მხრიდან მხარდაჭერას, გამხნევებას, მოტივაციას, რაც მაძლევს იმედს იმისას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი პროფესიული საქმიანობა მომავალ წელსაც აღნიშნულ სკოლას დაუკავშირდება, გაცილებით მეტის გაკეთება შევძლო, ვიდრე წელს შევძელი.
--------------------------------------------
ანგარიში
კლასი: Vვ თარიღი: 23.06.2023
დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
ხელმოწერა: ბ. ოჩიგავა
|
მოსწავლეთა რაოდენობა სემესტრის დასაწყისში |
27 |
|
მოსწავლეთა რაოდენობა სემესტრის ბოლოს |
24 |
|
მოვიდა |
1 |
|
წავიდა |
4 |
|
გოგონა |
12 |
|
ვაჟი |
12 |
|
სსსმ (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
------------ |
|
მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი) (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
დევნილი (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
სოციალურად დაუცველი (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
ლტოლვილი/თავშესაფრის მაძიებელი (უცხო ქვეყანა) (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
10 ქულა (ყველა საგანი) (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
9 ქულა მხოლოდ ერთ საგანში (საგანი) (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
წარუმატებელი მოსწავლე (4,5 ქულაზე ნაკლები)(საგანი) (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
მოწყვლად ჯგუფში შემავალი მოსწავლე:
(რაოდენობა/სახელი,
გვარი) |
|
|
გაცდენების რაოდენობა (ყველა საგნის ჯამი) |
|
|
მოსწავლე, რომელზეც მოდის ყველაზე მეტი გაცდენა (რაოდენობა/სახელი, გვარი) |
|
|
სადამრიგებლო საათების რაოდენობა |
|
|
მშობლებთან შეხვედრა (კლასის პროფილზე საუბარი) |
|

![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()



No comments:
Post a Comment