ექსკურსია

 

სასკოლო ექსკურსიის გეგმა

 

ექსკურსიის დასახელება

ყინწვისის(ძამას ხეობის) ისტორიული ძეგლების მოლოცვა და მათი ისტორიის გაცნობა.

 

ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო

შიდა ქართლი(ძამას ხეობა)

18.06.2023

 

ექსკურსიის მიზანი

ექსკურსიის მიზანია ხელი ძეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას, ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას, საგანტა შორის ინტეგრაციას, მოტივაციის ამაღლებას და ა.შ. ექსკურსიის მიზანია ასევე არსებული ძეგლების ადგილზე გაეცნონ მათ ისტორიულ ქრონიკებს და შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს. ექსკურსიი მიზანს ასევე წარმოადგენს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთის უკეთ გაცნობა და დადებითი განწყობის შექმნა.

უნარები, რომელთა განვიტარებასაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ექსკურსია:

·         თვითმართვის უნარი

·         ჯგუფური მუშაობის უნარი

·         კვლევა-ძიების უნარი

·         სიახლეების აღმოჩენისა და ინფორმაციის დახარისხების უნარები

·         სოციალური ურთიერთობების უნარი

 

ექსკურსიის აქტუალობა

ნებისმიერეი ტიპის ექსკურსია თუ გასვლითი აქტივობა აძლევს მოსწავლეს საშუალებას უკეთ შეიმეცნოს გარემო. შეძლოს სიახლეების აღმოჩენა. წარმოაჩინოს სხვადასხვა უნარები და გახდეს მეტად სოციალური. გარდა ამისა აღნიშნული ექსკურსია ვინაიდან ისტორიული ძეგლების გაცნობას გულისხმობს, ის თავისთავად არის სასწავლო პროცესის ნაწილი. ექსკურსიის ფარგლებში მასწავლებლის მიერ გაცემული რეკომენდაციები, შენიშნვნები, რჩევები ატარებენ ღმზრდელობით ხასიათს, რაც მოსწავლეებს სხვადასხვა ექსტრემალურ თუ ჩვეულებრივ გარემოში მისაღები ქცევის წესების გამოვლენა-რეგულირებაში დაეხმარება. ექსკურსიის ფარგლებში შესასწავლი და განსახილველი მასალა ზნეობრივად და ესტეთიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქიდან გამომდინარე, ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც თავის თავზე იღებს ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას.

 

 

სამიზნე ჯგუფი

დაწყებითი საფეხური. მე-5 ვ კლასი. 21  მოსწავლე. ასაკი:11-12 წელი.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლემ შეძლო გარემოსადმი სწორი დამოკიდებულებების გამომუშავება. გაეცნო ისტორიული ძეგლების ისტორიას. დასვა შეკითხვები.

მოსალოდნელი შედეგია: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ქცევის ნორმების ჩამოყალიბება, საგანთა შორის ცნებების ინტეგრირების უნარის გამომუშავება, ცოდნის პრაქტიკაში ტრანფერი.

 

საჭირო რესურსები

ერთჯერადი ჭურჭელი, საკვები, წყალი, გარემოს შესაბამისი სამოსი, ფოტო აპარატები, აუდიო მაგნიტოფონი.

 

ტრანსპორტირება

ტექ.დათვალიერების შედეგად გამართულად მოძრავი ავტობუსი.

 

ექსკურსიის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)

სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე

აქტივობა 1.

მოსწავლეები რუკაზე მონახავენ დანიშნულების ადგილს და შეისწავლიან მის რელიეფს.

აქტივობა2.

მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო ცნობებს ძამას ხეობის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს გაუზიარებენ ერთ-ერთი კლასის საათის ფარგლებში.

აქტივობა3.

ექსკურსიის განრიგის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დროითი გეგმის შედგენის უნარების განვითარებას.

ექსკურსიის დღე

აქტივობა1

სხვადასხვა ლოკაციაზე შესაბამისი(წინასწარმოძიებულიი) ცნობების წარმოდგენა. მოსწავლეებს ვთხოვ წარმოდგენილი რეალურ სურათს შეადარონ და ისაუბრონ მსგავსება-განსხვავებაზე.

აქტივობა2.

ლოკაციაზე ძეგლებისათვის და გარემოსთვის ორიგინალური და საინტერესო ფოტოების გადაღება შემდგომი ფოტოკონკურსისათვის.

აქტივობა 3.

პიკნიკი ღია ცის ქვეშ. შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება. ცეკვა-სიმღერა-ლექსები.

ექსკურსიის შემდეგ

აქტივობა1

ფოტო კონკურსის მოწყობა და გამარჯვებულების გამოვლენა. სხვადასხვა ხარისხის სიგელსა თუ დიპლომს მიიღებს ყველა მოსწავლე.

 

 

ჩართული მხარეები

დამრიგებელი და 19 მშობელი

 

ექსკურსიის ხელმძღვანელი

დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა

Datiko8989@gmail.com

 

 

ექსკურსიის შემდგომი რეფლექსია

მიმდინარე სასწავლო წლის 18 ივნისს ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის N32-ე საჯარო სკოლის მე-5ვ კლასის 21 მოსწავლე ექსკურსიის ფარგლებში შიდა ქართლს, კერძოდ კი ყინწვისს და ძამას ხეობის რამდენიმე ღირსშესანიშნავ ისტორიულ ძეგლს ესტუმრა. ვიზიტი შემეცნებით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა:

ექსკურსიის მიზანია ხელი ძეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას, ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას, საგანტა შორის ინტეგრაციას, მოტივაციის ამაღლებას და ა.შ. ექსკურსიის მიზანია ასევე არსებული ძეგლების ადგილზე გაეცნონ მათ ისტორიულ ქრონიკებს და შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს. ექსკურსიი მიზანს ასევე წარმოადგენს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთის უკეთ გაცნობა და დადებითი განწყობის შექმნა.

უნარები, რომელთა განვიტარებასაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ექსკურსია:

·         თვითმართვის უნარი

·         ჯგუფური მუშაობის უნარი

·         კვლევა-ძიების უნარი

·         სიახლეების აღმოჩენისა და ინფორმაციის დახარისხების უნარები

სოციალური ურთიერთობების უნარი

ესქკურსიაზე მოსწავლეებმა მაქსიმალურად წარმოაჩინეს თავიანთი უნარები. ისაუბრეს ძეგლების ისტორიაზე. მათთან დაკავშირებულ საინტერესო და უცნობ ფაქტებზე. გადაიღეს ფოტოები და ვიდეობი, რომლებიც შეინახეს გამოფენა-კონკურსისთვის.

ექსკურსიში მონაწილეობას ირებდა 19 მშობელი, რომლებმაც თავიანთ შვილებს სასიამოვნო განწყობის შექმნისთვის საჭირო ყველანაირი პირობა შეუქმნას.

დღიოს მიწურულს კი მოექყო პიკნიკი, სადაც მოსწავლეებმა მათი თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური უნარები წარმოაჩინეს.

საბოლოო ჯამში ექსკურსიით ძალინა კმაყოფილი დავრჩით და იმედი გამოვთქვით, რომ მსგავსი ტიპის გასვლითი აქტივობები მომავალშიც აქტიურად დაიგეგმება.

და ბოლოს. განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექცია-ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.


No comments:

Post a Comment

წლიური ანგარიში

  სსიპ ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისი N 32 -ე სჯარო სკოლა მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა დოკუმენტის ტიპ...