გაკვეთილის გეგმა საგაკვეთილო პროცესის გეგმაზომიერად და ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მასწავლებელს ეხმარება სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარმართვაში. გაკვეთილის ეფექტურად და სწორად დაგეგმვა მასწავლებლისგან შემოქმედებით აზროვნებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ეს არის დოკუმენტი, რომლის შედგენისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები. ეს არის ერთგვარი დამხმარე რესურსი, რომელიც მასწავლებლებს გვეხმარება ეფექტურად ვმართოთ დრო საგაკვეთილო პროცესში, აგრეთვე დროულად ვცვალოთ კლასის ორგანიზების ფორმები და ლოგიკური კავშირები დავამყაროთ აქტივობებს შორის. სწორად შედგენილი გაკვეთილის გეგმა თავიდან აგვაცილებს ქაოსს საგაკვეთიკლო პროცესში, გაგვხდის მეტად ორგანიზებულს და შეგვიქმნის სწავლისთვის ხელსაყრელ გარემოს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვინაიდან გაკვეთილი ცოცხალ პროცესს წარმოადგენს, ჩვენ ხშირად გვიწევს გეგმის მოდიფიცირება, რაც ჩემ ი აზრით კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შემოქმედებით პროცესს.
გთავაზოთ გაკვეთილის გეგმის ნიმუშს ესთეტიკურ აღზრდაში. სანახავად დააჭირეთ სმაილს. 📙

No comments:
Post a Comment