სადამრიგებლო მუშაობის შეფასება(2022-2023)

 

სსიპ ბესარ იონ კივილ  აძისა და ალ  ექსანდ  ე თ ანდ აშვილ ის სახელ  ბის

ქ.თ ბილ ისის N32 საჯ არ ო სკო  

კლ  ასი-V

პედ აგო გი- ბიჭიკო ოჩიგავა

 

 

              სადამრიგებლო მუშაობის შეფასება

1.     მშობელთა კრება

 სასწავლო წლ ის დასაწყისში მშობლებს გავაცანი სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლეთა ქცევის წესები. მთელი წლის მანძილზე ინდივიდუალურად ვხვდებოდი მათ და ვაცნობდი მათი შვილების აკადემიურ მოსწრებას; ხელს ვუწყობდი თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას და სისტემატიურად ვაცნობდი სემესტრის ან წლის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებს; მთელი წლის განმავლობაში მშობლების ჩართულობითა და ძალისხმევით მიზნობრივად ვიყენებდი სხვადასხვა აქტივობებსა და სტრატეგიებს, რის წყალობითაც ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესსა და კლასგარეშე ღონისძიებებში.

2.კლასის საათი

ჩემს სადამრიგებლო კლასთან მთელი წლის განმავლობაში ვატარებდი კლასის საათს, რომლის ფარგლებში ძალიან საინტერესო საკითხებს შევეხეთ. შეხვედრები წარიმართა როგორც დიალოგის, ისე მონოლოგისა და შიგადაშიგ მწვავე დისკუსიის ფორმატში. ვფიქრობ, რომ ამ მეთოდებმა მოსწავლეებს თავიანთი მოსაზრებების არგუმენტირებულად გამოხატვის შესაძლებლობა მისცა. კლასის საათის ფარგლებში განხილული საკითხები ცხადია აღმზრდელობით ხასიათს ატარებდა და მოსწავლეებს დაეხმარა კრიტიკული აზროვნების, ემპათიისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარების განვითარებაში.

 

მშობელთა კრების რეფლექსია

სკოლა: სსიპ ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #32 საჯარო სკოლა

დამრიგებლის სახელი, გვარი: ბიჭიკო ოჩიგავა

კლასი/საფეხური: V კლასი/დაწყებითი საფეხური

შეხვედრის არიღი: 16/09/2022

2022 წლის 16 სექტემბერ შევხვდი ჩემი სადამრიგებლო,  მეხუთე კლასის, მოსწავლეთა მშობლებს. კრებას ესწრებოდა 17 მშობელი. კრებაზე განსახილველი საკითხები იყო:

1.      ურთიერთ გაცნობა და კოორდინატების გაცვლა. საკომუნიკაციო საშუალებების დაზუსტება და შეთანხმება.

2.      სადამრიგებლო მუშაობის დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების განხილვა/გაცნობა.

შეხვედრა დაიწყო საორგანიზაციო საკითხებით. სკამები განლაგებული იყო წრიულად, რაც ქმნიდა გაცნობისთვის სასურველ გარემოს კიდევ უფრო თანასწორსა და სასიამოვნო. მშობლებს გავაცანი მომავალი სამუშაო გეგმა და გავითვალისწინე მათი მოსაზრებები.

მშობლებს წარვუდგინე როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური აქტივობების პროგრამა. მათ გამოთქვეს დიდი ინტერესი და აქტიურად ჩაერთვნენ საკითხების დაგეგმარების პროცესში.

შეხვედრის შედეგად მშობლები იყვნენ მეტად მოტივირებულები, რომ მონაწილეობა მიეღოთ სასკოლო ცხოვრებაში.       

თარიღი: 16/09/2022

ხელმოწერა: ბ. ოჩიგავა

 

 

დანართი 2

მშობელთა კრების რეფლექსია

სკოლა: სსიპ ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #32 საჯარო სკოლა

დამრიგებლის სახელი, გვარი:  ბიჭიკო ოჩიგავა

კლასი/საფეხური: Vკლასი/დაწყებითი საფეხური

შეხვედრის არიღი: 22.05.2023

 

2023 წლის 22 მაისს შევხვდი ჩემი სადამრიგებლო, მეხუთე ვ კლასის, მოსწავლეთა მშობლებს. კრებას ესწრებოდა 20 მშობელი. კრებაზე განსახილველი საკითხები იყო: სასწავლო წლის შეჯამება. მშობლებისგან უკუკავშირის მიღება. შენიშვნების გათვალისწინება. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ აზრების გაცვლა.

მშობლებთან ერთად შევაჯამე განვლილი სემესტრი და ამ სემესტრში განხორციელებული ფორმალური და არაფორმალური აქტივობები. მოვისმინე მათი აზრი. მშობლებმა გამოთქვეს კმაყოფილება განვლილ სასწავლო წელთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ ეს წელი იყო ბავშვებისთვის მოტივაციის მიმცემი, რადგან გამდიდრებული იყო არაფორმალური განათლების ხელშემწყობი აქტივობებით.

ჩავიბარე სახელმძღვანელოები და შევაჯამე თითოეული საგნის მიღწეული შედეგი. მიღებული უკუკავშირის თანახმად სასწავლო წელი იყო პროდუქტიული და მიღწეული იქნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები.

თარიღი: 22.05.2023

 

მშობელთა კრების უკუკავშირი

სკოლა: სსიპ ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #32 საჯარო სკოლა

მშობლის სახელი, გვარი: ბიჭიკო ოჩიგავა

კლასი/საფეხური: V კლასი/დაწყებითი საფეხური

შეხვედრის არიღი: 16. 09.2022

2022 წლის 16 სექტემბერ ქალაქ თბილისის #32-ე საჯარო სკოლის Vვ კლასში დამრიგებელმა ბიჭიკო ოჩიგავამ ჩაატარა მშობელთა კრება, რომელსაც ვესწრებოდი, სხვა მშობლებთან ერთად.

კრებას ჰქონდა გაცნობითი ხასიათი. პედაგოგმა გაგვეცნო თავად და წარმოგვიდგინა სკოლის შინაგანაწესი, სასწავლო ცხრილი და კალენდარი. მისგან მოვისმინეთ თითოეული საგნის სასწავლო პროგრამა. ჩავიბარეთ სახელმძღვანელოები და პირველკლასელთა ბუკები. პედაგოგმა გაგვაცნო თითოეული საგნის სასწავლო კურიკულუმი და გვთხოვა გამოგვეთქვა ჩვენი აზრი. მშობლებს კურიკულუმში ცვლილებების შეტანის საჭიროება და სურვილი არ გამოგვითქვამს.

განსაკუთრებით მომეწონა მასწავლებლის მიერ დაგეგმილი არაფორმალური აქტივობები, რადგან, ვფიქრობ, რომ პირველ კლასში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრება ბავშვებისათვის რაც შეიძლება სახალისო და მოტივაციის მიმცემი იყოს. მშობელთა კრებამ დამარწმუნა, რომ ამ მხრივ სკოლა ზრუნავს მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებაზე. მშობელთა კრების შემდეგ აქტიურად ჩავერთე სასკოლო ცხოვრებაში.

 

თარიღი: 16.09.2022

 

 

მშობელთა კრების უკუკავშირი

სკოლა: სსიპ ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #32 საჯარო სკოლა

მშობლის სახელი, გვარი: ფიქრია მოისიევი

კლასი/საფეხური:  Vკლასი/დაწყებითი საფეხური

შეხვედრის არიღი: 22/12/2022

 

22/12/2022 დავესწარი ბიჭიკო ოჩიგავას მიერ ორგანიზებულ მშობელთა კრებას. სადაც გავეცანით მოსწავლეთა შუალედურ სედეგებს. განვიხილეთ პირველი სემესტრის მუშაობა და დავგეგმეთ მეორე სემესტრიც.

ვინაიდან პირველ სემსტრში მოსწავლეები ნიშნებით არ ფასდებოდნენ, დამრიგებელმა გაგვაცნო სხვადასხვა საგნების მასწავლებელთა მიერ დაწერილი განმავითარებელი კომენტარები. კრებაზე ხაზი გავისვით იმას, რომ შეიძლებოდა მეტი მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელებულიყო, თუმცა იქვე გამოვთქვით იმედი, რომ ამ მხრივ მეორე სემესტრი გაცილებით საინტერესო იქნება,  რაც მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს.

თარიღი: 22/12/2022

ხელმოწერა: /                                 /

 

 

 

მშობელთა კრების უკუკავშირი

სკოლა: სსიპ ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #32 საჯარო სკოლა

მშობლის სახელი, გვარი: ლელა მიხაილიდის

კლასი/საფეხური:  Vკლასი/დაწყებითი საფეხური

შეხვედრის არიღი: 22.05.2023

 

2023 წლის 22 მაისს დავესწარი ბიჭიკო ოჩიგავას მიერ ორგანიზებულ მშობელთა კრებას. კრებაზე პედაგოგმა შეაჯამა განვლილი სასწავლო წელი და გვთხოვა აზრის დაფიქსირება მიღწეული შედეგებისა და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ.

ყველა მშობელმა გამოთქვა დიდი კმაყოფილება და მადლიერება სკოლისა და მასწავლებლების მხრიდან აქტიური სასწავლო წლის ორგანიზების გამო. მეც აღვნიშნე, რომ ეს წელი იყო ბავშვებისთვის მოტივაციის მიმცემი, რადგან გამდიდრებული იყო საინტერესო აქტივობებით.

მიღწეულ შედეგებს შორის კრებაზე ხაზი გაესვა თითოეული საგნის ფარგლებში განხორციელებულ მრავალფეროვან სასკოლო აქტივობებს, რომლებმაც უზრუნველყო ბავშვების მაქსიმალური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და ცოდნის უფრო ეფექტურად ათვისება.

 

თარიღი: 22.05.2023

ხელმოწერა: /                              /

 

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment

წლიური ანგარიში

  სსიპ ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისი N 32 -ე სჯარო სკოლა მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა დოკუმენტის ტიპ...