მშობელთა კრებები

 


                                                            მშობელთა კრების ოქმი №1

 

კლასი:V

დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა

შეხვედრის თარიღი: 16/09/2022

დაწყების დრო: 15:00 სთ

შეხვედრის ტიპი: პირისპირ

სხდომას ესწრებოდნენ: 17 მშობელი

სხდომა გახსნა: კლასის დამრიგებელმა ბიჭიკო ოჩიგავამ და განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრის თაობაზე შეადგენდა ოქმს.

დღის წესრიგი

1.      ურთიერთ გაცნობა და კოორდინატების გაცვლა. საკომუნიკაციო საშუალებების დაზუსტება და შეთანხმება.

2.      სადამრიგებლო მუშაობის დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების განხილვა/გაცნობა.

 

კენჭისყრაზე დავაყენე წინადადება დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხის დამტკიცების შესახებ.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე : 17

მოწინააღმდეგე : 0

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

საკითხი N1. ურთიერთგაცნობა და კოორდინატების გაცვლა. საკომუნიკაციო საშუალებების დაზუსტება და შეთანხმება.

საკითხი N2. სადამრიგებლო მუშაობის დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების განხილვა/გაცნობა:

მომხსენებელი- კლასის დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა

მოისმინეს: ჩემ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით. გავეცანი მშობლებს და მათ შესახებაც მიიღო საჭირო ინფორმაცია. მოხდა კოორდინატების გაცვლა-გამოცვლა. საკომუნიკაციო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნას: დისტანციური პლატფორმები (მესენჯერი, ვაიბერი, ელ ფოსტა...) ამის შემდეგ აღვნიშნე,  რომ სადამრიგებლო  მუშაობის დებულების  თანახმად  მოსწავლეებს და მშობლებს უნდა გავაცნო შემდეგი დოკუმენტები და საკითხები:

1.სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო პროგრამების, გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;

2..სადამრიგებლო დებულებისა და  სკოლაში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;

3. უსაფრთხოების წესების გაცნობა.

მშობლებს გავაცანი სადამრიგებლო მუშაობის დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები(ძირითადი და სავალდებულო-საჭირო ინფორმაცია)

მშობლებს ასევე გავაცანი გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ჩამონათვალი. დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებმა შეარჩიეს, მოსწავლეებს გაუღრმავებს კონკრეტულ საგანში ცოდნას და დაეხმარება მათ თვალსაწიერის გაფართოებაში. გამოვთქვი იმედი, რომ მშობლები ოპერატიულად უზრუნველყოფენ მათ შვილებს ყველა საჭირო მასალით.

მშობლებს ასევე  გავაცანი სადამრიგებლო პროგრამა და მასში მოცემული საინტერესო, აქტუალური საკითხები, რომელთა შემუშავებაში მოსწავლეებმაც მიიღეს აქტიური მონაწილეობა.  მშობლებს ვთხოვე იდეების გენერირება მოეხდინათ და სურვილის შემთხვევაში წარმოედგინათ კლასის საათის თემა. ასევე ვთხოვე მათ, რომ დახმარება გაუწიონ მათ შვილებს სასკოლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

საკითხი: სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო პროგრამების, გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;

აზრი გამოთქვეს:მშობლებმა: მათ მოიწონეს დამრიგებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. მათ აღნიშნეს, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული საკითხები ძალიან მნიშნელოვანი და საჭიროა მათი შვილებისთვის პოზიტიური და შემოქმედებითად მრავალფეროვანი სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით. ასევე მათ გამოთქვეს მზაობა, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად ეწვევიან სკოლის ვებ გვერდს.

აზრი გამოთქვეს:მშობლებმა: მათ აღნიშნეს, რომ აუცილებლად უზრუნველყოფენ მათ შვილებს ყველა საჭირო სასწავლო რესურსით.

მშობლებს გავაცანი კლასის სადამრიგებლო პროგრამა და მასში გაწერილი კლასის საათის თემები-აქტივობები.

აზრი გამოთქვეს: მშობლებმა:. მათი აზრით სადამრიგებლო პროგრამაში გაწერილი აქტივობები და კლასის საათის თემები შეესაბამება მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. მათ აღნიშნეს, რომ კლასის საათის ფარგლებში განხილული საკითხები გაზრდის მოსწავლეების ცნობიერებას და სამოქალაქო ცნობიერებას.

 

ბოლოს მოვუწოდე სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი ინფორმაციისათვის.

კენჭისყრის შედეგი:

მომხრე - 17

მოწინააღმდეგე - 0

 

სხდომაზე დადგინდა:

ცნობად იქნეს მიღებული ჩემ    მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

 

დასრულების დრო: 16:30სთ

კლასის დამრიგებელი:  / ბიჭიკო ოჩიგავა/


-------------------------------------------------------

                                                                მშობელთა კრების ოქმი №2

 

კლასი: V

დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა

შეხვედრის თარიღი: 22/12/2022

დაწყების დრო: 15:00 სთ

შეხვედრის ტიპი: პირისპირ

სხდომას ესწრებოდნენ: 19 მშობელი

სხდომა გახსნა: კლასის დამრიგებელმა

დღის წესრიგი

1.      მოსწავლეთა შუალედური  შეფასების შედეგების გაცნობა

2.      მოსწავლეთა დასწრება-გაცდენების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება.

3.      მეორე სემესტრში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა.

 

კენჭისყრაზე დავაყენე წინადადება დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხის დამტკიცების შესახებ.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე : 19

მოწინააღმდეგე : 0

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

1.      საკითხი N1. მოსწავლეთა შუალედური  შეფასების შედეგების გაცნობა

2.      საკითხი N2. მოსწავლეთა დასწრება-გაცდენების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება.

3.      საკითხი N3. მეორე სემესტრში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა.

მომხსენებელი- კლასის დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა

მოისმინეს: ჩემი ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:

მშობლებს გავაცანი კლასის ზოგადი მიღწევის დონე. მან მშობლებს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ აქტიურად ედგნენ მათ შვილებს მხარში სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებსა თუ ოლიმპიადებში მონაწილეობისას. რაც შეეხება მოსწავლეთა ნიშნებს, კრების შემდეგ ინდივიდუალურად გააცნო ისინი მშობლებს.

აზრი გამოთქვეს: მშობლებმა და აღნიშნეს, რომ  კმაყოფილი არიან სკოლის მხრიდან მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზებით. აღნიშნეს, რომ შედეგების გაუმჯობესების მიზნით მეორე სემესტრშიც აქტიურად ჩართვებიან მათი შვილების სასწავლო პროცესში.

მშობლებს გავაცანი  ინფორმაცია მოსწავლეთა დასწრება-გაცდენების შესახებ. მშობლებს მოვახსენე,  რომ შიგა და შიგ ადგილიო ჰქონდა გაცდენებს, თუმცა ამას  საბოლოო ჯამში უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია მათ შუალედურ აკადემიურ შედეგებზე.

აზრი გამოთქვეს: მშობლებმა აღნიშნეს, რომ მეორე სემესტრში შეეცდებიან მინიმუმადე დაიყვანონ მათი შვილების მხრიდან სკოლის გაცდენის ფაქტები.

ასევე  მშობლებს გავაცანი მეორე სემესტრში განსახორციელებელი აქტივობები და გამოთქვა სურვილი, რომ საჭიროების შემთხვევაში ექნება მათი გვერდში დგომის იმედი.

აზრი გამოთქვეს: მათ აღნიშნეს, რომ სადამრიგებლო პროგრამაში გაწერილი და მეორე სემესტრში განსახორციელებელი აქტივობები შეესაბამება მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. მათ აღნიშნეს, რომ მოცემული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებას და ცნობიერების ამაღლებას.

 

დამრიგებელმა მოუწოდა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი ინფორმაციისათვის.

კენჭისყრის შედეგი:

მომხრე - 19

მოწინააღმდეგე - 0

 

სხდომაზე დადგინდა:

ცნობად იქნეს მიღებული ჩემ    მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

 

დასრულების დრო: 16:30სთ

კლასის დამრიგებელი:  / ბიჭიკო  ოჩიგავა/

 

No comments:

Post a Comment

წლიური ანგარიში

  სსიპ ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისი N 32 -ე სჯარო სკოლა მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა დოკუმენტის ტიპ...