|
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისიდან სსიპ ალექსანდრე თანდაშვილისა
და ბესარიონ კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის N32-ე საჯარო სკოლაში
მე-5ვ კლასს ვხელმძღვანელობ. სასწავლო წლის დასაწყისში კლასში 27 მოსწავლე ირიცხებოდა.
14 გოგო და 13 ბიჭი. პირველ სემესტრში კლასიდან სხვა სკოლაშ ი გადავიდა ოთხი მოსწავლე,
ხოლო მეორე სემესტრში დაგვემათა ერთი მოსწავლე. ამჟამად კლასში 24 მოსწავლე ირიცხება.
გოგონებისა და ვაჯების რაოდენობა თანაბარია. კლასში სხვადასხვა ეროვნების ბავშვებიც
ირიცხებიან. მოსწავლეები ერთმანეთისადმი კეთილგანწყობინი არიან და პატივს სცემენ ერთმანეთის
კულტურულ მრავალფეროვნებებს. კლასში ასევე ირიცხება ერთი სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელთანაც მასწავლებლები ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ პროგრამით ხელმძღვანელობენ. მოსწავლემ დაძლია მის შესაძლებლობებს მორგებული
პროგრამა. მეხუთე კლასის ბოლოს მისი საბოლოო ნიშანი არის 8.
კლასში ექსტერნი გამოცდის
ჩანიშვნის საჭიროება არ დამდგარა. ყველა მოსწავლემ შეძლო ეროვნული სასწავლო გეგმით
მოცემული პროგრამის დაძლევა. საბოლოოდ კლასის საშუალო აკადემიური მოსწრება 8 ქულით
შემოიფარგლა.
კლასში მოსწავლეთა ნიშანი
შემდეგნაირად გადანაწილდა:
|
10 |
9 |
8 |
7 |
6-5-4... |
|
3 მოსწავლე |
9 მოსწავლე |
7 მოსწავლე |
5 მოსწავლე |
0 მოსწავლე |
მთელი წლის განმავლობაში
დაფიქსირებული არების ჯამური რაოდენობა გახლავთ 389.
ათოსნები: -------------
ზოგადად კლასი არის
დისციპლინირებული და ორგანიზირებული. აქტიურად და პასუხისმგებლობით ერთვებიან სხვადასხვა
აქტივობებში და ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოაჩენას. წლის
განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს არაერთ სასკოლო ღონისძიებაში. მათ შორის აღსანიშნავია
სასწავლო წლის ბოლოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ ორგანიზებული
ღონისძიება, რომელშიც თითქმის მთელმა კლასმა მიიღო მონაწილეობა და ისტორიული პერსონაჟები
განასახიერეს.
წლის განმავლობაში კვირაში
ერთჯერ ვხვდებოდით კლასის საათის ფარგლებში და აქტიურად განვიხილავდით სხვადასხვა აქტუალურ
თემებსა თუ სკოლაში, სახლში, საზოგადოებაში ქცევის წესებს. შეხვედრები მიმდინარეობდა
როგორც მონოლოგის, ისე დიალოგისა და ზოგჯერ მწვავე დისკუსიის რეჟიმში. შედეგად კი მთელი
წლის განმავლობაშ არ დაფიქსირებულა მოსწავლეთა მხრიდან ქცევის წესების დარღვევის ფაქტები.
თითოეული კლასის საათი შესაბამისი ოქმით მაქვს გაფორმებული.
გარდა ამისა, წლის განმავლობაში
მქონდა ჩავატარე სამი მშობელთა კრება, თუმცა საჭიროებისამებრ ინიდივიდუალურადაც ვხვდებოდი
მშობლებს.
სასწავლო წლის მიწურულს
დავგეგმეთ ექსკურსია ყინწვისის მიმართულებით, სადაც რამენიმე ისტორიული ძეგლი მოვილოცეთ
და მოსწავლეებმა ძალიან სასიამოვნო დრო გაატარეს.
ვფიქრობ, რომ
2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ. მე, როგორც დამრიგებელი ჩემი სადამრიგებლო
საქმიანობით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, რადგან ასეთ მრავალრიცხოვან კლასთან პირველად
მომიწია მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სასწავლო წელი გაცილებით პროდუქტიული
იქნება როგორც ჩემი სადამრიგებლო კლასისთვის, ისე მათთან ჩემი პრაქტიკული საქმიანობის
მხრივაც.
No comments:
Post a Comment