კომპლექსური დავალების მატრიცის სანახავად დააჭირეთ სმაილს📙
კომპლექსური დავალების რეფლექსია
კომპლექსური დავალების
ანალიზი
კათედრა: სპორტისა და ესთეტიკის კათედრა
საგანი: სპორტი
კლასი: VIა
მასწავლებელი:
ბიჭიკო ოჩიგავა
შემაჯამებელი დავალება N 2.(პირველი სემესტრი)
თარიღი: 10.12.2022
შემაჯამებელი
დავალების თემა, საკითხი/საკითხები: ბულინგი
შემაჯამებელი
დავალების ფორმა: პროექტი
სამიზნე ცნება/ცნებები: ორგანიზებულობა და თვითკონტროლი.
პრზენტაციის შეფასების რუბრიკა
|
№ |
კრიტერიუმები |
(კარგი) |
( საშუალო) |
(სუსტი) |
|
1. |
პრეზენტაცია პასუხობს
თემას |
მოსწავლის მიერ
წარმოდგენილ პრეზენტაციაში
საკითხი სრულყოფილად
პასუხობს თემას.
წარმოდგენილია ყველა
მნიშვნელოვანი დეტალი.
საკითხები ლოგიკურადაა
დაკავშირებული ერთმანეთთან
და მისი
აღქმა/გააზრება
სრულყოფილადაა შესაძლებელი. |
წარმოდგენილი
პრეზენტაცია მეტნაკლებად
პასუხობს თემას.
საკითხში ხაზგასმულია
თემით მოცემული
რამდენიმე მნიშვნელოვანი
საკითხი, თუმცა
არგუმენტირებისას აცდენილია
თემას, ან
პასუხობს თემას,
თუმცა არადამაჯერებელია.
მიუხედავად ბუნდოვანებისა,
მთავარი აზრის
გაგება შესაძლებელია |
წარმოდგენილი
პრეზენტაცია საერთოდ
არ პასუხობს,
ან ძალიან
ბუნდოვნად პასუხობს
თემას. მოსწავლე
საუბრობს სულ
სხვა საკითხზე
და არგუმენტებიც
აცდენილია განსახილველ
თემას, ან
იმდენად ბუნდოვნად
საუბრობს დავალებით
მიცემულ თემაზე,
რომ შეუძლებელია
საკითხის დამაჯერებლობაზე
საუბარი. |
|
3 |
იყენებს განსხვავებულ წყაროებს და საუბრობს გამართული ენი, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. |
პრეზენტაცია
ძალიან დამაჯერებელი
და სრულყოფილია,
რადგან მოსწავლეს
მოჰყავს სხვადასხვა
წყაროებიდან მოპოვებული
ზუსტი არგუმენტები
თვალსაჩინოებითურთ. საუბრისას
მისი სასაუბრო
ლექსიკა დახვეწილი
და მრავალფეროვანია,
თუმცა არა
გაუგებარი და
თემას აცდენილი. |
პრეზენტაციაში
გამოყენებული წყაროები
არასაკმარისია წარმოდგენილი
საკითხის სრულყოფილად
არგუმენტირებისათვის, ან ზოგიერთი წყაროდან
მოყვანილი მაგალითი
აცდენილია მთავარ
თემას და
არ არის
კავშირში მასთან.
მოსწავლის მიერ
გამოყენებული ტერმინოლოგია
შეესაბამება თემას,
თუმცა არ
არის დახვეწილი
და მრავალფეროვანი. |
მოსწავლე პრეზენტაციისას
საერთოდ
არ იყენებს განსხვავებულ
წყაროებს, ან
მის მიერ
მოყვანილი მაგალიტები
და არგუმენეტები
საერთოდ არ
შეესაბამება თემას.
მისი ლექსიკა
კი ძალიან
ღარიბია და
არ იძლევა
თემის სრულყოფილად
გააზრების საშუალებას. |
|
4 |
იყენებს თვალსაჩინოებებს |
პრეზენტაცია
გაჯერებულია სხვადასხვა
ტიპის რესურსებით(ფოტო-აუდიო-ვიდეო-თვალსაჩინოება-პლაკატი-სტიკერი),
რომლებიც კავშირშია
თემასთან და
ხელს უწყობს
საკითხის სრულყოფილად
წარმოჩენას. |
პრეზენტაციას
თან ახლავს
რესურსები, თუმცა
არასაკმარისი რაოდენობით.
ზოგიერთი რესურსი
კი არ
არის კავშირში
წარმოდგენილ თემასთან
და უბრალოდ
ვიზუალურ ეფექტს წამოადგენს.
|
პრეზენტაცია
ძალიან უინტერესო
და არადამაჯერებელია,
რადგან
საერთოდ არ
ახლავს თვალსაჩინოება,
ან წარმოდგენილია
რესურსი, რომელიც
მეტნაკლებად კავშირშია
თემასთან. |
ესეს
შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმები |
3 |
2 |
1 |
|
დავალების პირობის ადეკვატური გაგება |
დავალების პირობა შესანიშნავად არის გაგებული და პრეზენტაცია ძალიან
კარგად პასუხობს თემას |
დავალების პირობა კარგად არის გაგებული. მიუხედავად ამისა შიგა და
შიგ თემასთან შეუსაბამო საკითხებიც არის მოცემული |
დავალების პირობა არადეკვატურადაა გაგებული. ძალიან ბუნდოვანია
შინაარსი და ძნელია ძირითადი აზრის იდენტიფიცირება. |
|
ნაშრომის აგება, ორგანიზება |
ნაშრომი სრულყოფილად არის ორგანიზებული გამოყოფილია სტრუქტურული
ერთეულები. აბზაცებს შორის ლოგიკური კავშირები ძალიან ნათლად არის მოცემული |
ნაშრომი კარგად არის ორგანიზებული გამოყოფილია სტრუქტურული
ერთეულები. თუმცა შესაძლებელია აბზაცებს შორის ლოგიკური კავშირები მეტად
ხატოვანი და ცხადი იყოს. |
ნაშრომი არ არის კარგად ორგანიზებული და არ არის გამოყოფილი
სტრუქტურული ერთეულები. აბზაცებს შორის ძნელია ლოგიკური კავშირების დადგენა. |
|
ლოგიკური მსჯელობა და არგუმენტირება |
ნაშრომში მსჯელობა ყოველთვის ლოგიკური და თანმიმდვრულია მოსაზრებებს
ახლავს არგუმენტები, რომლებიც დამოწმებულია ტექსტური მასალით |
ნაშრომში მსჯელობა ძირითადად ლოგიკური და თანმიმდვრულია მოსაზრებებს
ახლავს არგუმენტები, რომლებიც დამოწმებულია ტექსტური მასალით |
ნაშრომში მსჯელობა არ არის ლოგიკური და თანმიმდვრულია მოსაზრებებს არ
ახლავს არგუმენტები,. |
|
მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები |
ნაშრომში დაშვებული არ არის 5-ზე მეტი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და
სინტაქსური შეცდომა |
ნაშრომში დაშვებული არ არის 7-ზე მეტი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და
სინტაქსური შეცდომა |
ნაშრომში დაშვებული ათზე მეტი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური
შეცდომა |
|
პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომები |
ნაშრომში დაშვებული არ არის 2-ზე მეტი პუნქტუაციური შეცდომა
და შეინიშნება ორიოდე სტილისტური ხარვეზი |
ნაშრომში დაშვებული არ არის 4-ზე მეტი პუნქტუაციური შეცდომა
და შეინიშნება ორიოდე სტილისტური ხარვეზი |
ნაშრომში დაშვებული არ არის 8-ზე მეტი პუნქტუაციური შეცდომა
და შეინიშნება რამდენიმე სტილისტური ხარვეზი |
გამოვლენილი ტენდენციები/
ძლიერი მხარეები: აღნიშნული შემაჯამებელი სამუშაოს
ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა თემაზე: ,,ბულინგი“ მოსწავლეებში თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია,
რაც შემდეგ მუშაობის პროცესში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატა. ფუნქციათა დელეგირება
ცხადია მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით განვახორციელე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა
ორი პროდუქტი: ესე და პრეზენტაცია წარმოადგინეს. ესეს ფარგლებში მოსწავლეებმა მათი
მოსაზრებები დააფიქსირეს ,,ბულინგის“ ერთ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით. რაც შეეხება
პრეზენტაციებს, ,,ბულინგის“ სახეები და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი გავლენის შესახებ
ისაუბრეს.
შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან
მოსწავლეებმა მიაღწიეს მიზანს. ნათლად გაიაზრეს ,,ბულინგის“ შედეგები. გამოხატეს მათი
შეხედულებები. ისაუბრეს პირად მაგალითებზეც და დასახეს პრობლემის აღმოფხვრის მათეული
გზებიც.
-------------------------------------------------
დიაგნოსტიკური ტესტის ნიმუშის სანახავად დააჭირეთ სმაილს📙
No comments:
Post a Comment